ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის  ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 მოუგო და სარეკორდოდ, მეოთხედ გახდა ევროპირველობის გამარჯვებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე „ფურია როხა“ დაეუფლა, თუმცა ინგლისელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და თითქმის უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტრავმირებული ესპანელთა ლიდერი როდრი შესვენებაზე სუბიმემდიმ შეცვალა, შეხვედრის განახლებისთანავე კი იამალის პასით უილიამსმა პიკფორდის კარი დალაშქრა. თამაში გაიხსნა, გახალისდა და მომენტებიც შეიქმნა: ოლმომ, მორატამ, უილიამსმა და იამალმა ვერ უწიეს მიზანს. ინგლისელთა მწვრთნელმა საუთგეიტმა კეინი უოტკინსით, მაინი კი პალმერით შეცვალა და ამ უკანასკნელმა შორიდან სუბიმენდისგან
რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე იამალი ოლმოს გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ დუელი ისევ პიკფორდმა მოუგო. თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ოიარსაბალმა გაიტანა, რომელსაც პასი კუკურელიამ გაუკეთა. ბოლოს ოლმომ ზედ კარის ხაზიდან თავით გამოიტანა გეხის დარტყმული ბურთი და დე ლა ფუენტეს გუნდმა გაიმარჯვა.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 65 600 მაყურებელი
ესპანეთი - ინგლისი 2:1
გოლები: 1:0 უილიამსი (47), 1:1 პალმერი (73), 2:1 ოიარსაბალი (86)

. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან, ოლმოსთან და შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
. იამალი ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
. მორატამ ევროპირველობებზე მე-17 მატჩი ჩაატარა, რაც ესპანელთა შორის რეკორდია.
. ინგლისმა დიდ ტურნირზე ესპანეთს 1980 წლის შემდეგ პირველად გაუტანა.
- ინგლისმა ზედიზედ მეორე ფინალში განიცადა მარცხი და 1966 წლის შემდეგ დიდი  ტურნირი არ მოუგია.

altესპანეთი-საფრანგეთი. 16 წლის იამალმა გაიტანა - ფეხბურთმა გაიმარჯვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 46 /
ისე ერთ რამეზე კი დამწყდა გული ესპანეთის გაჩემპიონებისას, 26 კაცში რამდენი არ გამოუყვანია სათამაშოდ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გავი რომ შეეყვან სიმბოლურად განაცხადში მგონი იმსახურებდა ეგ ბიჭი სიმბოლურად იქ ყოფნას, თან ფსიქოლოგიურადაც წაადგებოდა და ამ ფორმაციის ესპანეთსაც მან ბევრი მისცა, ბოლობოლო 82-ში სსრკ- თაბაშირ დადებული ბურიაკი იახლა ნაკრებში და ერთი გავი თუნდა ფერმინის ან ტორესის ნაცვლად არაფერს გაუფუჭებდა
ზაკო
15 ივლისი 2024 23:47
0
წუხანდელმა ამბავმა გამახსენა წარსული: 1960 წელს საბჭოთა ნაკრებმა ქართველების (მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, კალოევი) დახმარებით მოიგო ევროპის 1 ჩემპიონატი. მაშინ "ეკიპი" წერდა: საბჭოთა ნაკრების ფრთები ორი დიდი MM - აო, იგულისხმებოდა მესხი და მეტრეველი. ახლაც ევროპაზე ქართველებში გამოირჩნენ ორი დიდი MM- ები: მიქაუტაძე და მამარდაშვილი. ისე სხვათა შორის მარადონა და მესიც არგენტინული ფერბურთის ორი უდიდესი MM - ებია. წარმატებები ქართველ MM-ებს სხვებთან ერთად!
ვაჟა მასწ.
15 ივლისი 2024 14:02
1
საქართველოსაც არცერთხელ მოუგია დიდი ტურნირი,მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ ფეხბურთის არაფერი გაგვეგება,ან არ ვაპირებთ მის მოგებას,ან ვინმეს დასაცინი ვართ
გოჩა
15 ივლისი 2024 12:24
1
ესპანეთმა ანგარიში გახსნა და ინგლისმა,ამის შემდეგ დაიწყო იმ ფეხბურთის თამაში,რომელიც მათ შესანიშნავ შემადგენლობას შეეძლო.როგორც კი ანგარიში გაათანაბრეს,კვლავ ფრთხილ ტაქტიკაზე გადაიყვანა მწვრთნელმა და ეს დამარცხებად დაუჯდათ.მთლიანობაში,კარგი ფინალი გამოვიდა და ღირსეულმა გაიმარჯვა.გულით ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს.ინგლისსაც შეეძლო გამარჯვება,აქტიურ თამაშზე უარი რომ არ ეთქვა.არ ვიცი,შესაძლოა მართლაც მთელი სეზონის გადაღლილობა უშლიდათ ხელს,მაგრამ ვერც ესპანელებზე ვიტყვით,მათი ფეხბურთელები,სად უნდა გადაღლილიყვნენო.ალბათ მაინც მწვრთნელებშია საქმე.
შესაძლოა მართლაც აქვს აზრი,მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ზამთარში ჩატარებას?დღეს უკვე შენდება დახურული სტადიონები,რომელსაც ზამთრის უამინდობის არ ეშინია,ფეხბურთელები ფორმის პიკში არიან და უკეთესად ითამაშებენ,თუმცა კლუბების ინტერესები დაზარალდება,ნამეტნავად.ჯერ კიდევ არა,მაგრამ დახურული სტადიონების რიცხვი მოიმატებს და ზამთარში ჩემპიონატის ჩატარების იდეა,ძალიან აქტუალური გახდება.
სოსო
15 ივლისი 2024 12:05
3
ინგლისს რომელსაც საშუალო დონის გუნდებთან მოუწია თამაში და ძლივს მივიდა ფინალამდე გადაღლილობი ყოფილან და ესპანეთს რომელმაც მასპინძელი გერმანია და შემდეგ საფრანგეთი გამოაგდო ლამის ნახევარი გუნდი დაულეწეს დასვენებულებს უთამაშიათ ფინალი ? ბოლო ასეთია სამართალმა პური სჭამა
suxumchanin
15 ივლისი 2024 17:53
1
ერთხელ მოიგო ინგლისმა დიდი ტურნირი (1966), და ისიც მსაჯების დახმარებით.
რეალობა
15 ივლისი 2024 10:21
1
მიქაააა! უმაგრესი ხაააარ! ხარს და ზეიმობს საქართველო!
ისტორიული მიღწევაა საქართველოსთვის )
ყველაფერს შენით მიაღწიე. ბრუციან აგენტს ხელი არ ჩაავლე))

ესე გააგრძელე და კიდე ბევრ მწვერვალს დაიპყრობ. ქართველი ბავშვების კუმირიც იქნები და ჩვენი სათაყვანო ქართველი.გაიხარე და წინ იარე.
ღმერთი შენსკენ იყვეს.
გია_544
15 ივლისი 2024 09:51
1
გენაცვალე ჯიგარში! ცხოვრებაში სულ გამარჯვებული ი ა რ ე კარგო ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ჭ ო !!!..
მამუკა
15 ივლისი 2024 11:57
0
ყოჩაღ გილოცავ მაგარია აჯობა აიაქსს
ogafa
15 ივლისი 2024 09:50
0
გიორგი წარმატებები
მოკითხვა ლიონს და აიაქსს
იხარე
თომა
15 ივლისი 2024 09:02
1
ჟორჟ გვეყო აღარ დატროლო აიაქსი, მადლობა
ავჭალიდან
15 ივლისი 2024 08:48
1
მადრიდში ყიფიანს რომ ფეხი გამიზნულად მიამტვრიეს იმის მერე მაგათ როგორ ვუგულშემატკივრებ.ერთი გოლი მართლა მაგარი გაგვიტანეს მაგ უნამუსოებმა,მიქაუტაძე წაქცეული იყო ესპანელების საჯარიმოსთან და ბურთიც იქ იყო,არ გააჩერეს წამოიღეს და გაგვიტანეს გოლი
გოჩა
15 ივლისი 2024 08:48
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული