"უნიჭიერესი შემადგენლობა გვყავს, მწვრთნელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს" - ფერდინანდმა საუთგეიტზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ესპანეთთან 1:2 მარცხის შემდეგ "სამი ლომის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი გააკრიტიკა.

"შეხედეთ, როგორი ტალანტის მქონე შემადგენლობა გვყავს. არ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ.

მწვრთნელმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

alt"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

altესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო -

მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
შედეგზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, უფრო ტალანტიური თაობით ინგლისს გაცილებით ცუდი შედეგები ჰქონდა, საუტგეითის დროს კი ორი ფინალი ევროსი და მსოფლიოს ნახევარფინალი. მაგრამ რა ფეხბურთსაც თამაშობენ, საზიზღრობაა.
იხვი
12:39 16-07-2024
0
როგორ შეიძლება ასეთი მაგარი შემადგენლობით ასეთ საზიზღარ და უშნო ფეხბურთს თამაშობდე?! უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს ინგლისს და მაჩანჩალა გუნდივით თამაშობდა და რომ არა იღბალი მერვედფინალშივე გავარდებოდა
ვახო
10:22 16-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული