იტალიელი მეკარის აზრით, კონტინენტის პირველობის მოგების უმთავრესი კანდიდატი ტურნირის მასპინძელი საფრანგეთია.
"ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი საფრანგეთის ნაკრებს აქვს. ეს ნაკრები საკუთარ კედლებში თამაშობს და სხვებზე მეტად იქნება მოტივირებული. ამასთან, ფრანგებს ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავთ.
ფავორიტების სიას დავამატებ გერმანიას, რომელსაც ასევე საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. თანაც, გერმანიის ნაკრები ყველა საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის.
მესამე ფავორიტად ესპანეთს დავასახელებდი. პრეტენდენტთა შორის შეგვიძლია შედარებით