ჯანლუიჯი ბუფონმა ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარი პრეტენდენტი დაასახელა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა დაასახელა გუნდი, რომელიც მისი აზრით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია.

იტალიელი მეკარის აზრით, კონტინენტის პირველობის მოგების უმთავრესი კანდიდატი ტურნირის მასპინძელი საფრანგეთია.

"ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი საფრანგეთის ნაკრებს აქვს. ეს ნაკრები საკუთარ კედლებში თამაშობს და სხვებზე მეტად იქნება მოტივირებული. ამასთან, ფრანგებს ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავთ.

ფავორიტების სიას დავამატებ გერმანიას, რომელსაც ასევე საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. თანაც, გერმანიის ნაკრები ყველა საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის.

მესამე ფავორიტად ესპანეთს დავასახელებდი. პრეტენდენტთა შორის შეგვიძლია შედარებით
ჩრდილში მყოფი ბელგია და იტალიაც მოვიხსენიოთ", - თქვა ბუფონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული