საინტერესოა, რომ 19-კაციან განაცხადში არცერთი ფეხბურთელი არაა ლიგის ფინალისტი - "რეალის" და "ატლეტიკოს" ფეხბურთელები ჯერჯერობით განაცხადს მიღმა არიან, მაგრამ, როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, დღეს საღამოს ამ შემადგენლობას კიდევ 4 ფეხბურთელი მიემატება.
დელ ბოსკე არჩევანს, სავარაუდოდ, შემდეგი ფეხბურთელებიდან გააკეთებს: სერხიო რამოსი, კოკე, ისკო, ხუანფრანი, ლუკას ვასკესი და საულ ნიგესი.
ესპანეთის ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი),
მცველები: მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ჟორდი ალბა (ბარსელონა), მარკ ბარტრა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ექტორ ბელერინი (არსენალი);
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), პედრო როდრიგესი (ჩელსი);
თავდამსხმელები: არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო მორატა (იუვენტუსი), ნოლიტო (სელტა).