11:43 01-06-2016
დიდიე დეშამი: გუნდს შეტევას ვერ ავუკრძალავ
AutoSharing Option
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ბელგიელი უგო ბროსის ნაკრებმა "მამლებს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ფრანგები ცოტა გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ. მაგალითად, ახალგაზრდა კინგსლი კომანი ძირითადში იყო გამწესებული და მანაც თავიდანვე დაიწყო ნდობის გამართლება - კომანმა მე-20 წუთზე ფლანგზე მშვენივრად ითამაშა და ბლეზ მატუიდის უპასა, ხოლო "პარი სენ-ჟერმენის" საყრდენმა ნახევარმცველმა, რომელიც უშუალო მოვალეობების დიდებულად შესრულების გარდა, შეტევაშიც ძალიან პროდუქტიულია ხოლმე, ეფექტური დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
კამერუნელებმა მალევე გაათანაბრეს, საფრანგეთში გამობრძმედილმა ვენსან აბუბაქარმა დეშამის გუნდის დაცვაში ჩავარდნით ისარგებლა და ნიომის პასი შეირგო.
პირველი ტაიმის მიწურულს პოლ პოგბამაც გაიბრწყინა, "ყველაზე მამლაყინწამ, მამლაყინწათა შორის", საუცხოო გადაცემა გაუკეთა ოლივიე ჟირუს, რომელმაც თავისი გასაკეთებელი გააკეთა. აფრიკელებმა მეორედაც გაათანაბრეს და, თითქოს, საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს, როდესაც ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა 88-ე წუთზე შეაგდო. თუმცა მხსნელად საფრანგეთს დიმიტრი პაიე მოევლინა, რომელმაც ბოლო წამებზე მორიგი პატარა სასწაული მოახდინა და საკმაოდ შორიდან ისე ოსტატურად დაურტყა მეკარეს მისსავე კუთხეში, რომ კამერუნელთა გოლკიპერმა ამ ჩაჭრილ ბურთს ვერაფერი მოუხერხა.
დიდიმ ამჯერად მეკარეების, კოსტელისა და მანდანდას გარდა, მანგალა, მარსიალი, დინი, ჟალე და უმტიტი დაასვენა. არ იყო ანტუან გრიზმანი, რომლისთვისაც სეზონი ყველაზე გვიან დასრულდა და ის საერთოდ განაცხადში არ გახლდათ. როგორც იცით, "ბარსელონას" ჟერემი მატიო და "რეალის" რაფაელ ვარანი ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდნენ. უმტიტიც სწორედ ამის გამო მოხვდა განაცხადში, ისევე, როგორც ადილ რამი.
დიდიე დეშამი: "კამერუნმა ახალი სისტემით ითამაშა. გუნდი ნახევარდაცვაში სოლიდურად გამოიყურებოდა და შეტევაში აქტიურობდა. დაცვაში გარკვეული ხარვეზები ისევ გამოსასწორებელი გვაქვს, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ეს ჩვენი პირველი მატჩი გახლდათ გარკვეული პაუზის შემდეგ. გარდა ამისა, ძალიან დიდი პაუზის მერე ადილ რამიმ და ლორან კოსიელნიმ პირველად ითამაშეს დაცვის ცენტრში წყვილად და ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ბუნებრივიცაა, რომ პრობლემები შეგვექმნა. იდეალურ თამაშს არც ველოდი. თუმცა პოზიტივების დანახვაც შეიძლება.
მაგალითად, იმის, რომ 3 გოლი გავიტანეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ტექნიკურად მომატება შეგვიძლია და თამაშის დახვეწა, პოტენციალი გვაქვს. იმისათვის, რომ ტურნირი მოიგო, დაცვაში კარგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, იმაზე ერთით მეტი გოლი გაიტანო, ვიდრე ამას მეტოქე გააკეთებს. არ მინდა, გუნდი გავაჩერო ხოლმე და შეტევაში წასვლა ავუკრძალო, თუნდაც ეს ხანდახან დაცვის ცოტათი მოშიშვლებას იწვევდეს", - განაცხადა დეშამმა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დაწყებამდე ბოლო მატჩს "მამლები" 4 ივნისს მეცში, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ჯგუფურ ეტაპს კი საფრანგეთი 10 ივნისს რუმინეთთან თამაშით იწყებს, რასაც ალბანეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრები მოჰყვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
am kenchis yrebshic unda sheicvalos rame,saprangeti faqtiurad utamasheblad dauglelad gava jgupidan..tan amdros isedac yvelaze zlieri shemadgenloba hyavs da plius saxlshi tamashobs.P.S.tuarchaizira manamde wyalshi,memgoni saprangetidan iwyeba wargvna...
0
0
deshams akritikeben abdel ramus gamo tan magrad da benzemas aryopnis gamo.P.S.saprangetis nakrebi aris 60%arabebi,30%shavkanianebi da 10%prangebi.me vcxovrob saprangetshi da prangebma rom gaitanes iyo shezaxilebi da kamerunma ro gaitana daingra lamis ubani ovaciebit (arada vcxovrob 70% prangulad dasaxlebul ubanshi)saprangeti dges mxolod teritoriulad da saxeladaa mxolod saprangeti....
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული