"მილანთან" 0:4 განადგურების შემდეგ, მიუნხენელები "ინტერს" შედარებით მედგრად დაუხვდნენ და მეტოქეს მხოლოდ 2 გოლი გაატანინეს.
ორივე გოლი, პირველ ტაიმში გავიდა და ორივეს ავტორი ედერია. 30 წლის თავდამსხმელმა ფლანგებიდან კანდრევასა და პერიშიჩის ჩაწოდებებით იხეირა და თავური დარტყმებით დუბლი გაიფორმა.
ბაიერნი-ინტერი 0:2
ბაიერნი: ულრაიხი (ჰოფმანი 69), რაფინია (ფრიდლი 46), ჰუმელსი (მარტინესი 46), ალაბა, დორში, გიოტცე, ტოლისო (სანშეში 46), კომანი, ხამესი (მიულერი 46), რიბერი (პანტოვიჩი 33), ლევანდოვსკი (ვინტცჰაიმერი 69)ინტერი: ჰანდანოვიჩი, დ'ამბროზიო (ანსალდი 84), სკრინიარი, მირანდა (მურილიო 84), ნაგატომო, კონდოგბია, ვალერო (გალიარდინი 66), კანდრევა (ბიაბიანი 65), მარიო (ბროზოვიჩი 66), პერიშიჩი (პინამონტი 84), ედერი (გაბრიელი 50)
გოლები: 0:1 ედერი 8, 0:2 ედერი 30