ისევ მარცხი - "ბაიერნს" მილანურ გუნდებთან უჭირს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნმა", მიმდინარე ზაფხულში, მილანურ გუნდებთან 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, გაიტანა 0 და გაუშვა 6 გოლი.

"მილანთან" 0:4 განადგურების შემდეგ, მიუნხენელები "ინტერს" შედარებით მედგრად დაუხვდნენ და მეტოქეს მხოლოდ 2 გოლი გაატანინეს.

ორივე გოლი, პირველ ტაიმში გავიდა და ორივეს ავტორი ედერია. 30 წლის თავდამსხმელმა ფლანგებიდან კანდრევასა და პერიშიჩის ჩაწოდებებით იხეირა და თავური დარტყმებით დუბლი გაიფორმა.

ბაიერნი-ინტერი 0:2

ბაიერნი: ულრაიხი (ჰოფმანი 69), რაფინია (ფრიდლი 46), ჰუმელსი (მარტინესი 46), ალაბა, დორში, გიოტცე, ტოლისო (სანშეში 46), კომანი, ხამესი (მიულერი 46), რიბერი (პანტოვიჩი 33), ლევანდოვსკი (ვინტცჰაიმერი 69)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, დ'ამბროზიო (ანსალდი 84), სკრინიარი, მირანდა (მურილიო 84), ნაგატომო, კონდოგბია, ვალერო (გალიარდინი 66), კანდრევა (ბიაბიანი 65), მარიო (ბროზოვიჩი 66), პერიშიჩი (პინამონტი 84), ედერი (გაბრიელი 50)

გოლები: 0:1 ედერი 8, 0:2 ედერი 30
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული