"ბაიერნი" დამაფიქრებელია!.. ანჩელოტის გასაჭირი - ხამესი ტრავმირებულია, ალკანტარაც...

AutoSharing Option
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კარგ გუნებაზე ვერ არის. ჯერ ერთი, დაშავდა "რეალიდან" გადმობირებული კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი და, დიდი ალბათობით, "დორტმუნდთან" სუპერთასის მატჩს გამოტოვებს. გარდა ამისა, ტრავმის გამო სუპერთასს დააკლდება ტიაგო ალკანტარაც.

ეს ერთი და მეორე ის, რომ "ბაიერნი" მაინცდამაინც ვერ ყოჩაღობს საერთაშორისო საგამოფენო შეხვედრებში. ამის დასტურია თუნდაც "აუდის თასი", რომელიც გუნდმა პირწმინდად ჩააგდო. ანჩელოტიმ სიტუაციას "დამაფიქრებელი" უწოდა.

- აუდის თასი: "ატლეტიკოს" ტრიუმფი, "ბაიერნის" ფიასკო [VIDEO]

"რა თქმა უნდა, სიტუაცია დამაფიქრებელია. ამხანაგური მატჩებიდან ჩვენ ბევრი წავაგეთ, მაგრამ ვმუშაობთ
ძალიან მჭიდრო გრაფიკში სიტუაციის გამოსასწორებლად. ახალგაზრდებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. მაგალითად, ზულემ და რუდიმ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი კონცენტრაცია...

ახლა ვიწყებთ მზადებას სუპერთასისთვის. "დორტმუნდთან" მატჩი ძალიან საპასუხისმგებლო იქნება ჩვენთვის. მართალია, დიდი ალბათობით, არ იქნებიან ხამესი და ტიაგო, ტრავმა აწუხებს ალაბასაც, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანას - გავიდეთ მინდორზე მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად.

მეტოქე ძლიერია და ჩვენგან ბოლომდე დაფასებას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ "ბაიერნს" აქვს რესურსი, წარმატებით ითამაშოს ამ მატჩში და ზოგადად, მთელ სეზონში", - თქვა ანჩელოტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული