ჰოლგერ ბადშტუბერი "შტუტგარტში" ითამაშებს

AutoSharing Option
"შტუტგარტმა" "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი მცველის, ჰოლგერ ბადშტუბერის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად გამოაცხადა.

"შტუტგარტის" პრესსამსახური იმასაც გვამცნობს, რომ გერმანიის ნაკრების (31 მატჩი, 1 გოლი) უკანახაზელი ახალი კლუბის შემადგენლობაში 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბადშტუბერს "ბაიერნთან" კონტრაქტი ამოეწურა და ის "შტუტგარტს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"ჩემთვის "შტუტგარტში" მისვლა დიდი გამოწვევაა. ეს გუნდი, რომელიც ძალიან მდიდარია ტრადიციებით, დაუბრუნდა ბუნდესლიგას და მხოლოდ ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. ვეცდები, გავამართლო ის დიდი ნდობა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან ვიგრძენი. კარგია, როცა შენი სჯერათ", - თქვა ბადშტუბერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული