ფრანკ რიბერიმ მსაჯ ქალს ბუცებზე თასმა შეუხსნა

AutoSharing Option
გერმანიის თასის პირველ რაუნდში "ბაიერნმა" სტუმრად მე-3 ლიგის "ჰემნიცერი" 5:0-ზე გაანადგურა. ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა "რეკორდმაისტერის" ვეტერანმა ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ, ვინაც საჯარიმოდან თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას 38 წლის ბიბიანა სტეინჰაუსი მოემსახურა, რომელსაც საჯარიმოს შესრულების წინ რიბერი წაეანგლა. თითქოს ბურთს ასწორებდა, დაიხარა და რეფერის ბუცის თასმა შეუხსნა.

ბიბიანა არ დაიბნა და ფრანკს ხუმრობაზე ხუმრობითვე უპასუხა. სხვათა შორის, სტეინჰაუსი ბუნდესლიგის პირველი ქალი არბიტრი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დევუშკა კრასავიცა,ტი მნე ოჩენ ნრავიშსია........
სოსო
08:37 13-08-2017
0
სტეინჰაუსი კი არა, შტაინჰაუსი.
გიორგიპირველი
12:49 13-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული