პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "მილანში" გადასვლის სურვილი გამოთქვა და ვარჯიში დასტოვა

AutoSharing Option
გაბონელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ "მილანში" სურს გადაბარგება, მაგრამ როსონერის სძინავს, უნდა მისი გვარი მატჩის დაწყებისას გამოაცხადონ "სან სიროზე" და მე-7 ნომრით იასპარეზოს.

დღეს ობამ მხოლოდ ნახევარი საათი ივარჯიშა, განაცხადა, რომ გაციებულია და თავისი ოქროსფერი ავტომობილით ბაზა დასტოვა.

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ კი გაამხილა, რომ პიერ-ემერიკის შეძენაც უნდათ, დიეგო კოსტასიც (ჩელსი) და ნიკოლა კალინიჩისაც (ფიორენტინა).