"ჰამბურგის" ნახევარმცველმა ნიკოლას მიულერმა გოლის აღნიშვნისას მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პირველ ტურში "ჰამბურგმა" სახლში "აუგსბურგს" 1:0 სძლია. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე 30 წლის ნახევარმცველმა ნიკოლას მიულერმა გაიტანა, რომელიც გოლის აღნიშვნისას კუთხურის ალამთან უხერხულად წაიქცა და ტრავმა მიიღო.

როგორც იუწყებიან, მას მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული და კარგა ხანი ვერ შეძლებს თამაშს.

გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატზე ნიკოლასმა 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული