"ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერს" რობერტ ლევანდოვსკის დუბლის წყალობით დაამარცხა, რომელიც მან სამ წუთში შეასრულა - 0:2. პირველ შემთხვევაში პოლონელს კინგსლი კომანი უწევდა ასისტირებას, მეორეში - თომას მიულერი.
კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, მძიმე მატჩში. "ბაიერნს" ერთი საათის განმავლობაში თავისუფალი სივრცეების პოვნის პრობლემა ჰქონდა. ყოველი მწვრთნელი ასეთ შემთხვევაში, თამაშის გაძლიერების გზებს ეძებს. მთავარი მაინც სამი ქულაა".
"ბაიერნს" არც "დორტმუნდი" ჩამორჩა, რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში ბერლინის "ჰერტა" დაამარცხა
ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი სწორედ "ბაიერნს", "დორტმუნდს" და "ჰამბურგს" აქვთ.
ლევერკუზენში "ბაიერი" "ჰოფენჰაიმს" 2:2 დაუზავდა, მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორჯერვე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 1:0 ვენდელი (32-პენ), 1:1 კრამარიჩი (47), 2:1 ბელარაბი (49), 2:2 უთი (70)
აინტრახტი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 დიდავი (22)
აუგსბურგი-გლადბახი 2:2
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (1), 1:1 ზაკარია (7), 1:2 ვენდტი (30), 2:2 კორდოვა (89)
ვერდერი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (72), 0:2 ლევანდოვსკი (75)
შტუტგარტი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ბადშტუბერი (53)
გამოუყენებელი პენალტი: ტეროდე (80. შტუტგარტი)
დორტმუნდი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (15), 2:0 შაჰინი (57)
პარასკევი. 25 აგვისტო
კიოლნი-ჰამბურგი 1:3
კვირა. 27 აგვისტო
ლაიპციგი-ფრაიბურგი 17:30
ჰანოვერი-შალკე 20:00
1. დორტმუნდი - 6 ქულა; 2. ბაიერნი - 6; 3. ჰამბურგი - 6; 4. გლადბახი - 4; 5. ჰოფენჰაიმი - 4.