ბუნდესლიგა. III ტურის წინ: სოფლელებთან ყოფილი სოფლელებით...

AutoSharing Option
"ბაიერნი" სტუმრად ხვდება "ჰოფენჰაიმს", რომლისგანაც ამ ზაფხულს ორი საკვანძო მოთამაშე იყიდა - მცველი ნიკლას ზიულე და ნახევარმცველი სებასტიან რუდი "სოფლელებს" დაშორდნენ და მიუნხენს მიაშურეს.

ამ მომენტისთვის კარლო ანჩელოტის გუნდი ვერ არის საკადრის ფორმაში, თუმცა ზემოთ მოყვანილი ფაქტი, ისედაც უდავო ფავორიტს, კიდევ უფრო უზრდის მიმდინარე ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვების შანსს.

წლევანდელ ჩემპიონატს ერთი უცნაური მახასიათებელი აქვს - დაბალშედეგიანობა. 2 ტურის შემდეგ გატანილია 39 გოლი, ანუ 2.17 საშუალოდ მატჩში, რაც უპრეცედენტო სტატისტიკური ფაქტია ბუნდესლიგის ისტორიაში.

ფაქტები
  • გასულ სეზონში "ჰოფენჰაიმმა" 2008 წლის (როცა
    დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგაში) პირველად მოახერხა "ბაიერნის" დამარცხება - 1:0.
  • "ბაიერნს" საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაშავებული ავსტრიელი ნახევარმცველი დავიდ ალაბა დააკლდება.
  • ორი ტურის შემდეგ "ჰამბურგს" მაქსიმალური შედეგი აქვს - პირველად, 2010/11 წლების სეზონის შემდეგ.
  • "ჰამბურგს" არ ეყოლება ალბანელი მცველი მერგიმ მავრაი, ხოლო "ლაიპციგს" ავსტრელი შემტევი მარსელ ზაბიტცერი გამოაკლდება.
  • შარშან "ლაიპციგმა" ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადინზე" 4:0 მოიგო (ესეც მე-3 ტურის მატჩი იყო), თუმცა დამარცხდა შინ - 0:3.
  • რაც "აუგსბურგი" ბუნდესლიგაშია (2011/12), მხოლოდ ერთხელ წააგო "კიოლნთან", დანარჩენი 4 მატჩი მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.
  • 2010 წლის 20 ნოემბრიდან მოყოლებული, "დორტმუნდმა" "ფრაიბურგს" 12-დან 12 მატჩი მოუგო, ხოლო ბოლო 4 მატჩში 3-3 გოლი გაუტანა.
  • ტრავმების გამო "ლევერკუზენს" ხორვატი მცველი ტინ იედვაი, ფინელი ფორვარდი ჯოელ პოჰიანპალო და მცველი ჯონათან ტა არ ეყოლება.
  • 2004 წლის შემდეგ (22 მატჩი) "მაინცმა" და "ლევერკუზენმა" მხოლოდ 4 მატჩი დაასრულეს ფრედ.
  • "გლადბახს" ბუნდესლიგის ბოლო 10 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაჰქონდა.
  • "გლადბახმა" "აინტრახტთან" შინ ბოლოს 2014 წლის ნოემბერში წააგო - 1:3.
  • ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "ჰანოვერს" 2 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგი აქვს.
  • "ვოლფსბურგმა" "ჰანოვერს" შინ ბოლოს 2011 წლის 19 ნოემბერს მოუგო - 4:1.
  • "ვერდერმა" ბუნდესლიგის ბოლო 5 მატჩი წააგო და ამ მატჩებში 16 გოლი გაუშვა.
  • "ჰერტამ" "ვერდერი" შინ ბოლოს 2013 წლის 13 დეკემბერს დაამარცხა - 3:2.
  • ამ გუნდებს შორის წინა ბუნდესლიგის ორივე მატჩი "ვერდერმა" მოიგო - 2:0 შინ, 1:0 სტუმრად.
  • ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "შტუტგარტს" "შალკესთან" საგარეო მატჩში არ გაუმარჯვია 2013 წლის 11 მაისის შემდეგ - 2:1.
გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური
პარასკევი. 8 სექტემბერი
ჰამბურგი-ლაიპციგი 22:30

შაბათი. 9 სექტემბერი
მაინცი-ლევერკუზენი 17:30
გლადბახი-აინტრახტი 17:30
აუგსბურგი-კიოლნი 17:30
ფრაიბურგი-დორტმუნდი 17:30
ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 20:30

კვირა. 10 სექტემბერი
ჰერტა-ვერდერი 17:30
შალკე-შტუტგარტი 20:00

ბომბარდირი: 3 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფრის მომცემი სტატისტიკაა
besik61
14:01 09-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული