ბუნდესლიგა. III ტური: "ბაიერნის" პირველი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
9 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

დღის სენსაცია "ჰოფენჰაიმმა" შემოგვთავაზა, რომელმაც 2:0 დაამარცხა მიუნხენის "ბაიერნი". დუბლი შეასრულა მარკ უთმა.

იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმი): "ბაიერნმა" ყველა პარამეტრში გვაჯობა, გარდა გოლებისა".

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "რთული მატჩი იყო. ვცდილობდით და რამდენიმე მომენტიც გვქონდა, მაგრამ ზოგჯერ კონცენტრაცია გვაკლდა. შეტევაში მცირე თავისუფალი სივრცე გვქონდა და ამის გამოსწორებას ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანებით ვცდილობდით, დღეს ამ ტაქტიკამ შედეგი არ მოიტანა, ფეხბურთში ასეთები ხდება ხოლმე".

"დორტმუნდი" "ფრაიბურგს" სტუმრად დაუზავდა, არადა ტაიმ-ნახევარი რიცხობრივ უპირატესობაში ითამაშა, მას მერე,
რაც მასპინძელთა ფრანგი ლეგიონერი რავე გააძევეს.

ტურში აღსანიშნავია "აუგსბურგის" ისლანდიელი ლეგიონერის, ალფრედ ფინბოგასონის ჰეთ თრიკი "კიოლნის" კარში.

შაბათი. 9 სექტემბერი
მაინცი-ლევერკუზენი 3:1
გოლები: 0:1 კოჰრი (22), 1:1 მუტო (45), 2:1 დიალო (57), 3:1 სერდარი (71)

გლადბახი-აინტრახტი 0:1
გოლი: 0:1 კ. ბოატენგი (13)

აუგსბურგი-კიოლნი 3:0
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (22), 2:0 ფინბოგასონი (32), 3:0 ფინბოგასონი (90+4)

ფრაიბურგი-დორტმუნდი 0:0
გაძევება: რავე (29. ფრაიბურგი)


ვოლფსბურგი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 1:1 დიდავი (52), 1:1 ჰარნიკი (75)

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 უთი (27), 2:0 უთი (51)


პარასკევი. 8 სექტემბერი
ჰამბურგი-ლაიპციგი 0:2

კვირა. 10 სექტემბერი
ჰერტა-ვერდერი 17:30
შალკე-შტუტგარტი 20:00

1. დორტმუნდი - 7 ქულა; 2. ჰოფენჰაიმი - 7; 3. ჰანოვერი - 7; 4. ლაიპციგი - 6; 5. ბაიერნი - 6.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული