ეფენბერგი: ლევანდოვსკი "ბაიერნიდან" მოსაშორებელია

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ გუნდის გასაძლიერებლად კლუბს ტოპ-კლასის ფეხბურთელების შეძენა მართებს. პოლონელის ნათქვამი არ მოეწონა "რეკორდმაისტერის" ლეგენდას შტეფან ეფენბერგს.

"ლევანდოვსკი "ბაიერნის" ფეხბურთელია და ასეთი რამ სახალხოდ არ უნდა ეთქვა. კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი პსჟ-ს და "ბარსელონას" პატრონების მსგავსად დიდ ფულს არ ხარჯავს ტრანსფერებზე და მაინც მაგარი გუნდი ყავს.

მისი სტრატეგია ახალგაზრდა, ნიჭიერ გერმანელ ფეხბურთელებზე დაყრდნობაა. თუ ამან გაამართლა, ტოპ-ლეგიონერები და მათ შორის რობერტი გასაშვებნი არიან. მას შეუძლია პარიზში ან ბარსელონაში გადაბარგდეს",-აღნიშნა ეფენბერგმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი უთქვამს
zviadi
11:02 11-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული