ეფენბერგის რჩევა "ბაიერნს": გაუშვით ლევანდოვსკი პსჟ-ში ან "ბარსელონაში"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდა შტეფან ეფენბერგი "რეკორდმაისტერს" მოუწოდებს, რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც მას კლუბის ფილოსოფიისთვის შეუფერებელ ფეხბურთელად მიაჩნია, "პარი სენ-ჟერმენში" ან "ბარსელონაში" გაუშვას.

ცოტა ხნის წინ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რაზეც ეფენბერგის პასუხმა არ დააყოვნა:

"ლევანდოვსკი კლუბის ფილოსოფიას უტევს. ული ჰიონესმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ "ბაიერნი" ახალწვეულებში 100-150 მილიონ ევროს არ გადაიხდის.

რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ თუ "ბაიერნი" ასეთ თანხებს არ გადაიხდის, პსჟ-სა და "ბარსელონას" ჩამორჩება. თუმცა, ლევანდოვსკი ფეხბურთელია
და სანამ ის მსგავს განცხადებას გააკეთებს, კარგად უნდა დაფიქრდეს და საკითხი კლუბის შიგნით განიხილოს.

ჩვენ სუპერვარსკვლავები უკვე გვყავს. 100-200 მილიონის ერთ ვარსკვლავში გადახდა? ამ ფასად 5-6 გერმანელ ფეხბურთელს იყიდი, რომლებმაც იციან, როგორ უნდა ითამაშონ გუნდურად.

"ბაიერნს" ვურჩევ, უახლოეს წლებში უცხოელ ვარსკვლავებზე უარი თქვას, მათ შორის, ლევანდოვსკიზეც. დაე, ის პსჟ-ში ან "ბარსელონაში" გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში, მას ეყოლება კლუბი, რომელიც მის სურვილებს შეასრულებს." - წერს ეფენბერგი T-Online-ზე თავის სვეტში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ რომ ლევანდოვსკი გაუშვათ გუნდიდან, ძალიან საინტერესოა ვის მოიყვანთ? ალბათ ისევ დორტმუნდს და ჰოფენჰაიმს წაართმევენ ფეხბურთელებს.ამ მეთოდით ძალიან ბევრს გაუფუჭეთ მომავალი. ჯობია ისევ წარუმატებელ ტრანსფერებს მიხედოთ, ის 40 მილიონიც რასაც იხდით, წყალში გადაყრილი გამოდის
ბაიერნის ხელმძღვანელებს
10:30 12-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული