"ფრაიბურგის" ნახევარმცველი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
გერმანული "ფრაიბურგის" ნახევარმცველი იორიკ რავე საკუთარ კლუბს ბუნდესლიგის მომდევნო ოთხ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ის დისკვალიფიცირებულია.

ასეთი სასჯელი გამოუტანეს გერმანელმა დისციპლინარებმა ფეხბურთელს იმ წითელი ბარათისათვის, რომელიც მან გერმანიის ჩემპიონატის მესამე ტურში, "დორტმუნდთან" მატჩში მიიღო. შეხვედრის 29-ე წუთზე რავე დორტმუნდელ მარსელ შმელცერს ეუხეშა. არბირტმა ფეხბურთელს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მერე კი ვიდეოგანმეორება ნახა და ბარათის ფერი შეცვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული