ბუნდესლიგა. IV ტური: იპოვის "ბაიერნი" "მაინცის" გასაღებს?

AutoSharing Option
"ბაიერნი" სეზონის სტარტზე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და საქმე იქამდეც მიდის, უკვე კარლო ანჩელოტის გათავისუფლებას წინასწარმეტყველებენ. 2011/12 წლების კამპანიის შემდეგ "რეკორდმაისტერს" ასეთი ცუდი დასაწყისი არ ჰქონია. "ბაიერნს" პრობლემები აქვს უკანა ხაზში - ტრავმირებულები არიან დავიდ ალაბა და ხუან ბერნატი.

"ტოტენჰემთან" დამარცხებულ (1:3) "დორტმუნდს", რომელიც რაინვესტფალიურ დერბიში "კიოლნს" მასპინძლობს, კიდევ ერთი საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა - "ფრაიბურგთან" მატჩში ტრავმა მიიღო მარსელ შმელცერმა, რომელიც თვეზე მეტხანს დაისვენებს.
  • თუ რობერტ ლევანდოვსკი "მაინცთან" ითამაშებს, ეს იქნება მისი მე-100 მატჩი "ბაიერნის" მაისურით (იგულისხმება ბუნდესლიგის მასშტაბით). ამასთან, ლევანდოვსკის
    ანგარიშზე 80 ბაიერნული გოლია, რაც პირველ 100 ბუნდესლიგურ მატჩში არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ ღირსებია.
  • 2016 წლის მარტში "მაინცმა" "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" 2:1 დაამარცხა.
  • "ბაიერნმა" "მაინცს" შინ ბოლოს 2015 წლის 23 მაისს მოუგო (2:0).
  • ამ მომენტისთვის "მაინცი" ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, ვინც "ბაიერთან" ბოლო ორ საგარეო მატჩში არ დამარცხებულა.
  • "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში ბოლო 9 მატჩი არ წაუგია და უკანასკნელ 3 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.
  • "დორტმუნდსა" და "კიოლნს" შორის ბოლო 3 ბუნდესლიგური დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
  • "დორტმუნდმა" "კიოლნი" შინ ბოლოს 2011 წლის ოქტომბერში დაამარცხა (5:0).
  • "კიოლნს" დორტმუნდში" 1991 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია (2:1).
  • "ვერდერს" ბოლო 6 ბუნდესლიგურ მატჩში მოგება არ აქვს.
  • წინა სეზონში "ვერდერმა" "შალკეს" შინ 3:0 მოუგო, რაც 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
  • ბუნდესლიგაში დაბრუნებული "ჰანოვერი" პირველ სამ ტურში არ დამარცხებულა.
  • "ჰანოვერსა" და "ჰამბურგს" შორის ბოლო 9 ბუნდესლიგურ ურთიერთდაპირისპირებაში ფრე არ დაფიქსირებულა.
  • ბუნდესლიგის ეგიდით ბოლო შეხვედრაში (2016 წლის აპრილი) "ჰამბურგმა" ჰანოვერში 3:0 გაიმარჯვა.
  • "აინტრახტსა" და "აუგსბურგს" შორის ბოლო 10 დაპირისპირებიდან 5 ფრედ დასრულდა.
  • "შტუტგარტსა" და "ვოლფსბურგს" 2011 წლის შემდეგ ფრედ არ უთამაშიათ.
  • "შტუტაგარტისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გადის.
  • "ჰოფენჰაიმმა" "ჰერტას" ბოლო 3 ბუნდესლიგური მატჩი მოუგო.
  • "ჰოფენჰაიმსა" და "ჰერტას" შორის ფრე ბოლოს 2014 წლის აპრილში დაფიქსირდა.
  • "ლევერკუზენსა" და "ფრაიბურგს" შორის შარშანდელი მატჩი 1:1 დასრულდა.
  • "ფრაიბურგმა" ლევერკუზენში ბოლოს 2012 წლის მარტში მოიგო (2:0).

პარასკევი, 15 სექტემბერი
ჰანოვერი-ჰამბურგი 22:30

შაბათი, 16 სექტემბერი
ბაიერნი-მაინცი 17:30
აინტრახტი-აუგსბურგი 17:30
ვერდერი-შალკე 17:30
შტუტგარტი-ვოლფსბურგი 17:30
ლაიპციგი-გლადბახი 20:30

კვირა, 17 სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-ჰერტა 15:30
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 17:30
დორტმუნდი-კიოლნი 20:00

ბომბარდირები: 4 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 3 - მეტიუ ლეკი (ჰერტა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ნაბილ ბენტალები (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული