მიუნხენის "ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა პარასკევს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ჩამოართვა ინტერვიუ, შაბათს კი აფთიაქში მოლარედ იმუშავა და რაც ხელფასი ერგო, საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
ფილიპმა თქვა, რომ მოლარეობა ურიგო არ ყოფილა, მეორე შვილი შეეძინა, ახლა ოჯახს მეტ დროს უთმობს, ფეხბურთს სახლში ტელევიზორში უყურებს და ფეხბურთის გარეშე ცხოვრება სულაც არ უჭირს.