
"ვიტყოდი ჯუდ ბელინგემს, რომელიც აგრძელებს განვითარებას. ის "დორტმუნდში" საკვანძო მოთამაშეა. ასევე დავასახელებდი ჯამალ მუსიალას. ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბაიერნის" მატჩებში გადამწყვეტ როლს კისრულობს და მუნდიალზე 3 კარგი მატჩი ჩაატარა", - თქვა ლამმა.
როგორც ბელინგემი, ასევე მუსიალა, 19 წლისები არიან. პირველმა მათგანმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 9 გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება გერმანელს, მუსიალას 22 მატჩში 12 გოლი და 10 ასისტი უფიქსირდება.