ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გერმანიის ჩემპიონატის 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის სია წარმოადგინა. რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა "ლევერკუზენის" ნახევარმცველი ქარიმ ბელარაბი, რომელიც საათში 35.27 კილომეტრს ავითარებს. მეორე ადგილზეა "აუგსბურგის" ნახევარმცველი მარსელ ჰელერი (35.16 კმ/სთ). სამეულში შევიდა "ჰოფენჰაიმის" მცველი ნიკო შულცი (35.11 კმ/სთ).
ათეულში ასევე მოხვდნენ: კევინ ფოგტი ("ჰოფენჰაიმი), 35.09 კმ/სთ), მეტიუ ლეკი ("ჰერტა", 35.04 კმ/სთ), ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი", 35.02 კმ/სთ), კინგსლი კომანი ("ბაიერნი", 35.0 კმ/სთ), ბერნარნდო ("ლაიპციგი", 34.98 კმ/სთ), დეოტშანკულ იუპამეკანო ("ლაიპციგი", 34.85 კმ/სთ), ლევინ იოზთუნალი ("მაინცი", 34.83 კმ/სთ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"