მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 26 წლის ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი ბუნდესლიგის მე-5 ტურში "შტუტგარტის" ბერძენ თავდამსხმელს, ანასტასიოს დონისს შეეჯახა, თავის ქალაც გაუტყდა, ცხვირიც დაუზიანდა და 46-ე წუთზე შეცვალეს.
მას თავზე ოთხი ნაკერი დაადეს და თურმე, უკანასკნელ სამ წელიწადში თავის ტრავმა მეოთხედ მიიღო. ახლა ამბობს, ბედი არ მწყალობს, ჯობს, ჩაფხუტით ვითამაშო, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენსო.