"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ

AutoSharing Option
გერმანული Sky Sport-ის ჟურნალისტის, მაქს ბილეფელდის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ "გლადბახი" "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას აპირებს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ბილეფელდი წერს, რომ "გლადბახი" კვარაცხელიას აკვირდება, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ ძვირად ღირებული, სავარაუდო ტრანსფერის ფასი 15-20 მილიონი ევროა, პროცესის დაჩქარებას კი ხელი "ბორუსიას" შემტევი ტრიოდან (მარკუს ტიურამი, ალასან პლეა და იონას ჰოფმანი) ერთ-ერთის გაყიდვამ უნდა შეუწყოს.

შესაძლო ტრანსფერის თაობაზე კომენტარები გულშემატკივრებმა გააკეთეს, რომელთა უმეტესობა დადებითია.

"თუ ეს მოხდება, ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი გახდება".

"გთხოვთ, გაუფორმეთ კონტრაქტი".

"ერთიმეორის მიყოლებით მიონხენგლადბახის "ბორუსიასა"
და ხვიჩა კვარაცხელიას წარმოთქმა - ეს რაღაც ლინგვისტური ატესტაციის მსგავსია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული