"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
34 წლის შვეიცარიელი მეკარე იან სომერი "გლადბახიდან" "ბაიერნში" გადავიდა.

სომერი მიუნხენში გუშინ ჩაფრინდა, დღეს მედშემოწმება გაიარა, კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ახალ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მანუელ ნოიერი ამ სეზონში თამაშს ვერ შეძლებს, "ბაიერნი" მისი შემცვლელის ძებნას შეუდგა და არჩევანი სომერზე შეაჩერა, რომელიც ადრე "ბაზელისა" და "გრასჰოპერსის" ღირსებას იცავდა.

სომერმა ამ სეზონში "გლადბახში" 11 მატჩში 4-ჯერ შეინახა კარი მშრალად და განაცხადა, რომ თავისი ყოფილი კლუბის მადლობელია და ახალ გუნდში გადასვლით ბედნიერია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული