"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ბაიერნი", რომელმაც საკადრო პრობლემების გამო გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, საკუთარ მოედანზე "გლადბახთნ" 1:2 დამარცხდა და შეწყდა ყველა ტურნირზე მისი მოგებათა 7-მატჩიანი სერია.

"ბაიერნი" ლიდერია, უახლოეს მდევარ "დორტმუნდს" 9 ქულით უსწრებს (ბორუსიას 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 15 იანვარს სტუმრად "კიოლნს" დაუპირისპირდება, ხოლო 22 ქულით მე-11 პოზიციაზე მყოფი "გლადბახი" იმავე დღეს "ბაიერს" უმასპინძლებს.

- ამ სეზონში "ბაიერნი" 4-ჯერ დამარცხდა და მათ შორის 2-ჯერ "გლადბახთან".
- მიმდინარე სეზონში "გლადბახმა" "ბაიერნს" 3-დან 2 შეხვედრა მოუგო, ერთი კი ფრედ დასრულდა -
საერთო ანგარიში 8:2.
- ლევანდოვსკიმ სეზონში მე-20 გოლი გაიტანა, რაც ტოპ 5-ის ლიგებში საუკეთესო შედეგია.
- მიუნხენურ გუნდში 75-ე წუთზე შეცვლაზე მცველი ვანერი შევიდა. ის 16 წლისა და 15 დღისაა - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ კლუბის მაისურით ბუნდესლიგაზე ითამაშა.
- "ბაიერნმა" ჩემპიონატის ზედიზედ 65-ე მატჩში გაიტანა და თავისივე რეკორდი გაიმეორა.

მიუნხენი. "ალიანც არენა".

ბაიერნი - გლადბახი 1:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (18), 1:1 ნოიჰაუსი (27), 1:2 ლაინერი (32)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული