კარგი ფეხბურთი უნდა გაჩაღდეს დორტმუნდში, სადაც "გლადბახი" ჩადის. მასპინძლებს რამდენიმე ლიდერი ჰყავთ დაშავებული. როისის, შმელცერის, გერეიროს, როდესა და სხვათა გარეშე დორტმუნდელები მაინც ახერხებენ
ბევრ გოლსა და შეტევას ველით "ჰოფენჰაიმისა" და "შალკეს" შეხვედრაში. მასპინძლებისთვის დიდი დანაკლისი იქნება სერჟ გნაბრის შესაძლო არყოფნა.
მოჯადოებული წრის გარღვევას ეცდება "შტუტგარტი" "აუგსბურგთან" შეხვედრაში. ამ უკანასკნელს გაცილებით ტიტულოვანი და პოპულარული კლუბი ბოლო წლებში პირდაპირ დაბრიყვებული ჰყავს...
საშინელ დღეში მყოფი "კიოლნი" ხასიათის გამოსწორებას "ჰანოვერთან" მატჩში ეცდება, მაგრამ ამის გაკეთება, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს. "თხებში" სიტუაცია ძალიან არეულია და ზედიზედ მე-6 მარცხი გუნდის ავსტრიელ მწვრთნელს, პეტერ შტიოგერს, შესაძლოა, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.
წესითა და რიგით, მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად უნდა გავიდეს მინდორზე წლეულს ძალიან არათანაბრად მოთამაშე "ლევერკუზენი", "ჰამბურგი" კი ისედაც სუსტია, რაც ამ გუნდის "დორტმუნდთან" ბოლო დაპირისპირებამ ნათლად გვიჩვენა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სტუმრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებათ.
ფაქტები
- "ვოლფსბურგმა" "ბაიერნს" ბოლოს 2015 წელს მოუგო (4:1).
- "ბაიერნმა" "ვოლფსბურგს" მოუგო ბოლო 6 ბუნდესლიგური მატჩი საერთო ანგარიშით - 22:2.
- "ბაიერნს" ბოლო 9 მატჩში არ უთამაშია ფრედ.
- "შტუტგარტსა" და "აუგსბურგს" შორის გამართული ბოლო 7 მატჩიდან შვიდივე(!) "აუგსბურგმა" მოიგო.
- "დორტმუნდმა" "გლადბახს" ზედიზედ მოუგო 4 მატჩი.
- "დორტმუნდსა" და "გლადბახს" შორის ფრე უკანასკნელად 2013 წელს დაფიქსირდა.
- "ვერდერმა" "ფრაიბურგი" შინ ბოლოს 2011 წელს დაამარცხა (5:3).
- "ჰერტამ" "მაინცი" სტუმრად ბოლოს 2015 წლის თებერვალში დაამარცხა (2:0).
- 11 ქულა 5 ტურის შემდეგ და არც ერთი მარცხი - ასეთი შთამბეჭდავი სტარტი "ჰანოვერს" არასოდეს ჰქონია.
- პეტერ ბოსი ("დორტმუნდი") პირველი მწვრთნელია ბუნდესლიგაში, ვისმა გუნდმაც პირველ 5 ტურში არც ერთი გოლი არ გაუშვა.
- "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რიცხვი 3000-იან ნიშნულზე აიყვანა. მხოლოდ "ბაიერნსა" (3865) და "ვერდერს" (3040) აქვთ უკეთესი შედეგი.
- "ჰერტას" მიერ მიმდინარე ბუნდესლიგაში გატანილი 7 გოლიდან 6-ში მეთიუ ლეკის ხელი ურევია - 4 გოლი, 2 საგოლე პასი.
- "ჰამბურგმა" ლევერკუზენში" უკანასკნელად 2009 წელს მოიგო (2:1).
22 სექტემბერი, პარასკევი
ბაიერნი-ვოლფსბურგი
23 სექტემბერი, შაბათი
ლაიპციგი-აინტრახტი
ჰოფენჰაიმი-შალკე
ვერდერი-ფრაიბურგი
მაინცი-ჰერტა
შტუტგარტი-აუგსბურგი
დორტმუნდი-გლადბახი
24 სექტემბერი, კვირა
ჰანოვერი-კიოლნი
ლევერკუზენი-ჰამბურგი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"