..."ბაიერნმა" სეზონში მეორე მატჩში დაკარგა ქულები და მხოლოდ მესამე ადგილზეა...
...ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკის ობამეიანგმა გაუსწრო, რომელმაც მეშვიდე "გერმანული" ჰეთ-თრიკი შეასრულა...
ბაიერნი-ვოლფსბურგი
გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტური "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" მატჩით გაიხსნა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გერმანიის ჩემპიონი იოლ სამ ქულას აიღებდა. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "ვოლფსბურგი" გახდა პირველი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც მწვრთნელი შეიცვალა - იონკერი "მაინცის" ყოფილმა მწვრთნელმა მ
შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდა, რომ შმიდტს თავისი ყოფილი კლუბით ზედიზედ ორჯერ არ ჰქონდა წაგებული "ალიანც-არენაზე". და ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა ეს სერია სამ მატჩამდე გაზარდა. ბოლოს, სტუმრად ზედიზედ სამჯერ "ბაიერნთან" არ წააგო იურგენ კლოპმა, როცა "დორტმუნდში" მუშაობდა.
ზუსტად ორი წლის წინ, 2015 წლის 22 სექტემბერს, რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "ვოლფსბურგს" ერთ ტაიმში ხუთი გოლი გაუტანა. ამჯერად, პოლონელი ერთი ზუსტი პენალტით დაკმაყოფილდა (33-ე წუთზე).
42-ე წუთზე კი არიენ რობენმა ორამდე გაზარდა მასპინძლების უპირატესობა, მაგრამ "ვოლფსბურგმა" შეძლო ქულის გადარჩენა მაქსიმილიან არნოლდისა და დანიელ დიდავის გოლებით. "ბაიერნმა" უკვე მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები.
ფაქტები
- "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ბოლო 27 პენალტიდან 26 გამოიყენა.
- არიენ რობენს "ბაიერნის" შემადგენლობაში 92 გოლი დაუგროვდა, რითაც გაუთანაბრდა კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიან ლეგიონერს - ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს.
- "ბაიერნს" არასოდეს წაუგია შინ "ვოლფსბურგთან" და 21-დან 19 მატჩი აქვს მოგებული.
- "ვოლფსბურგმა" 2001 წლის შემდეგ პირველად აიღო ქულა მიუნხენში.
- "ბაიერნს" შინ ზედიზედ 57 მატჩში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.
ჰოფენჰაიმი-შალკე
ამ ტურში შედგა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელების - 30 წლის იულიან ნაგელსმანისა და 32 წლის დომენიკო ტედესკოს დუელი. მასში მოგებული ნაგელსმანი დარჩა, რითაც მისმა "ჰოფენჰაიმმა" ბუნდესლიგაში შინ წაუგებელი სერია 22 მატჩამდე აიყვანა და თან, საკლუბო რეკორდი დაამყარა, როცა ახალი სეზონის პირველ ოთხ საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
"ჰოფენჰაიმი" ცოტა ხანი ლიდერიც კი იყო, სანამ შაბათის ბოლო მატჩში "დორტმუნდმა" არ ითამაშა "გლადბახის" წინააღდეგ.
ფაქტები
- 19 წლის გაიგერმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. მან ეს მხოლოდ მეორე ზუსტი დარტყმით მოახერხა.
- მხოლოდ კრისტიან პულიშიჩია გაიგერზე უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ამ სეზონში გოლი გაიტანა.
- "შალკეს" მცველმა ნალდომ 323-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და გაუსწრო "დორტმუნდის" ლეგენდა დედეს. ახლა მხოლოდ ზე რობერტოს აქვს მასზე მეტი მატჩი (336) ბუნდესლიგაში. ლაპარაკია გერმანიის ჩემპიონატის ბრაზილიელ ლეგიონერებზე.
დორტმუნდი-გლადბახი
ლიდერი ორი საათის შემდეგ შეიცვალა, როცა "ბორუსიების" დერბიში "დორტმუნდმა" "გლადბახი" გაანადგურა. ამ მატჩში ბევრი გოლი რომ გავიდოდა, რთული მისახვედრი არ იყო: შარშან ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩებში ხუთ-ხუთი გოლი გაიტანეს, ორი წლის წინ - ოთხ-ოთხი.
დორტმუნდელებმა ჩემპიონატში პირველი გოლი გაუშვეს, მაგრამ ამის გამო დიდად არ უნაღვლიათ, რადგან თავად ექვსი გაიტანეს. "დორტმუნდი" ზედიზედ ხუთი მატჩია მინიმუმ სამი გოლის გატანას ახერხებს.
ამჯერად, ეს ნორმა უკვე პირველ ტაიმში იყო შესრულებული და ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მაქსიმილიან ფილიპს, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. პირველ ნახევარში მან დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მისცა ობამეიანგს. დორტმუნდელთა ახალწვეულს ბოლო სამ მატჩში 4 გოლი და 2 შედეგიანი პასი დაუგროვდა.
შეუჩერებელია ობამეიანგი, რომელმაც ახალი სეზონის ცხრა ოფიციალურ მატჩში 12 გოლი დააგროვა და გერმანულ კარიერაში რიგით მეშვიდე ჰეთ-თრიკის წყალობით ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკის გაუსწრო.
მოკლედ, შიდა არენაზე "დორტმუნდს" ყველაფერი კარგად აქვს - ექვსი ტურის შემდეგ 16 ქულა აიღო და ბურთების შეფარდება აქვს - 19-1. საწყის ექვს ტურში ასეთი სხვაობა - ბუნდესლიგის რეკორდია!
ფაქტები
- "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში 850-ე საშინაო მატჩი ჩაატარა და 1800-ე გოლი გაიტანა.
- "დორტმუნდს" ზედიზედ ხუთჯერ ჰყავს დამარცხებული შინ "გლადბახი", ბოლო 12 მატჩში კი 11-ჯერ მოუგო საკუთარ მოედანზე ამ გუნდს.
- ფილიპმა ბუნდესლიგაში მესამე დუბლი შეასრულა, აქედან ორი - "გლადბახთან" მატჩებზე მოდის.
- "დორტმუნდის" მეკარე ბიურკიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
- "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ვაიგლმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ამისთვის მას 62 მატჩი დასჭირდა.
ფაქტები სხვა მატჩებიდან
- "ლაიპციგის" ფორვარდ ტიმო ვერნერს ამ სეზონში ექვს მატჩში ხუთი გოლი აქვს.
- "აინტრახტმა" პირველი მატჩი წააგო სტუმრად.
- "შტუტგარტმა" და "აუგსბურგმა" პირველად ითამაშეს ერთმანეთში ფრე.
- "აუგსბურგს" ზედიზედ 11 მატჩი არ მოუგია მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსული გუნდებისთვის - 6 წაგება და 5 ფრე.
- "შტუტგარტი" დაუმარცხებელია შინ 2017 წელს - 9 მოგება და 3 ფრე.
- "მაინცმა" მე-500 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
- "მაინცს" ზედიზედ 18 პენალტი აქვს გატანილი.
- "მაინცისა" და "ჰერტას" მატჩის პირველ ტაიმში არც ერთი ზუსტი დარტყმა არ შესრულებულა.
- "ლევერკუზენმა" ზედიზედ მეექვსედ მოუგო შინ "ჰამბურგს".
- "ჰანოვერმა" თავის ისტორიაში პირველად არ წააგო მატჩი საწყის ექვს ტურში.
ბაიერნი-ვოლფსბურგი 2:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (33-პენ), 2:0 რობენი (42), 2:1 არნოლდი (56), 2:2 დიდავი (83)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი, რაფინია - რუდი, ვიდალი (63. ტოლისო) - რობენი (85. ხამეს როდრიგესი), მიულერი, რიბერი (86. კომანი) - ლევანდოვსკი.
ლაიპციგი-აინტრახტი 2:1
გოლები: 1:0 ოგუსტენი (28), 2:0 ვერნერი (67), 2:1 რებიჩი (77)
ლაიპციგი: გულაში - კროსტერმანი (83. ბერნარდო), ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ილსკანერი, დემე - ზაბიტცერი, ფორსბერგი - ოგუსტენი (73. პოულსენი), ვერნერი (90+3. კაიზერი).
ჰოფენჰაიმი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 გაიგერი (13), 2:0 რუპი (90+3)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ნორდვტეიტი, ჰიუბნერი, ცუბერი (73. შულცი) - ფოგტი - ამირი (29. რუპი), გაიგერი, კრამარიჩი - უტი, გნაბრი (54. ვაგნერი).
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი - დ. კალიჯური, მაკკენი (74. გორეტცკა), მ. მაიერი (78. ემბოლო), კერერი - ჰარიტი, კონოპლიანკა - დი სანტო (55. ბურგშტალერი).
ვერდერი-ფრაიბურგი 0:0
მაინცი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 დე ბლასისი (54-პენ)
გაძევება: იბიშევიჩი (90. ჰერტა)
დორტმუნდი-გლადბახი 6:1
გოლები: 1:0 ფილიპი (28), 2:0 ფილიპი (38), 3:0 ობამეიანგი (45), 4:0 ობამეიანგი (49), 5:0 ობამეიანგი (62), 5:1 შტინდლი (66), 6:1 ვაიგლი.
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი (69. ზაგადუ), პაპასტატოპულოსი (83. ბარტრა), თოფრაქი, ტოლიანი - ვაიგლი - გიოტცე, დაუდი - პულიშიჩი (64. კაგავა), ობამეიანგი, ფილიპი.
ჰანოვერი-კიოლნი 0:0
ჰანოვერი: ტშაუნერი - კორბი, ანტონი, ს. სანე, ოშტრჩოლეკი - შვეგლერი (81. შმიდებახი), ბაკალორცი - ბებუ (89. ბენშოპი), ქარამანი - ჰარნიკი, ფიულკრუგი (78. კლაუსი).
ლევერკუზენი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 ფოლანდი (20), 2:0 ალარიო (23), 3:0 ფოლანდი (83)
ლევერკუზენი: ლენო - ჰენრიხსი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (84. კორი) - მეჰმედი (68. ბრანდტი), ბეილი - ფოლანდი, ალარიო (85. პოიანპალო).
შტუტგარტი-აუგსბურგი 0:0
ბომბარდირები: 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 4 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მეთიუ ლეკი (ჰერტა), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი).
მომდევნო ტური
29 სექტემბერი:
შალკე-ლევერკუზენი
30 სექტემბერი:
გლადბახი-ჰანოვერი, აინტრახტი-შტუტგარტი, აუგსბურგი-დორტმუნდი, ვოლფსბურგი-მაინცი, ჰამბურგი-ვერდერი
1-ლი ოქტომბერი:
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-ბაიერნი, კიოლნი-ლაიპციგი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"