ჰიონესი: ანჩელოტიმ წამყვანი ფეხბურთელები გადაიკიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთელები გადაიკიდა და სხვა გზა გარდა მისი გადაყენებისა არ ქონდათ:

"არ შეიძლება მწვრთნელს წამყვან მოთამაშეებთან ცუდი ურთიერთობა ქონდეს. ეს მე ჩემი პროფესიული კარიერიდან ვიცი. ამიტომ იძულებულნი გავხდით ზომები მიგვეღო.

უკანასკნელ 5 დღეში 5 წამყვანი ფეხბურთელი გადაიმტერა. სხვა გზა გარდა მისი სამუშადან დათხოვნისა არ დაგვიტოვა".

ჰიონესს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, მატს ჰუმელსი, კინგსლი კომანი და ჟერომ ბოატენგი იგულისხმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული