"ლევერკუზენის" 35-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა - "ლაიფციგის" ქამბექი მოქმედ ჩემპიონებთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მეორე ტურში "ლევერკუზენი" შინ "ლაიფციგთან" 2:3 დამარცხდა, რითაც ჩემპიონატში ხაბი ალონსოს გუნდის 35-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.

39-ე წუთზე ანგარიში ჯერემი ფრიმპონგმა გახსნა, 45-ე წუთზე ალეხანდრო გრიმალდომ მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

45+7 წუთზე კევინ კამპლმა ახალ სეზონში თავის პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში "ლაიფციგი" გააქტიურდა, 57-ე წუთზე ლუის ოპენდამ ანგარიში გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი ეფექტური გოლით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, ორი ტურის შემდეგ "ლაიფციგი" ჩემპიონატში 6 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მარკო როზეს გუნდი
მორიგ შეხვედრას 14 სექტემბერს, "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლევერკუზენი" 3 ქულით მე-9 ადგილზეა, ალონსოს გუნდი მორიგ მატჩს 14 სექტემბერს, "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული