დაძაბული თამაში იყო ბორუსიაში, სადაც "გლადბახმა" "ჰანოვერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის 67-ე წუთზე ანგარიში მათიას გინტერმა გახსნა, 4 წუთში კი მარტინ ჰანრიკმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმრები ბუნდესლიგაში დაუმარცხებლად გააგრძელებდნენ ასპარეზობას, მატჩის 94-ე წუთზე პენალტი რომ არ აეღოთ, რომელიც ტორგენ აზარმა გოლად აქცია.
კაცნაკლულმა "აინტრახტმა" "შტუტგარტს" სძლია და 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ანტე რებიჩმა გაიტანა ტაიმის მიწურულს და სტუმრები დააწინაურა. 61-ე
"აუგსბურგი" "დორტმუნდის" მატჩში პირველ 23 წუთში გაირკა გამარჯვებულის ვინაობა. მე-4 წუთზე იარმოლენკომ სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო გოლიდან 7 წუთში ქაიობიმ წონასწორობა აღადგინა. 23-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა შინჯი კაგავამ და 1:2 გახადა ანგარიში. მეორე ტაიმში არაფერი არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მე-80 წუთზე ობემეიანგის გაფუჭებულ პენალტს. "დორტმუნდი" ამ გამარჯვებით აგრძელებს წაუგებელ სერიას და 19 ქულით პირველ ადგილზეა.
ფრე დამთავრდა ბოლო ორი თამაშში: "ვოლფსბურგი" "მაინცი" 1:1 ანგარიშზე შეჯერდნენ, 55-ე წუთზე ჯულავოგისა და 74-ე წუთზე მუტოს გოლებით. 0:0 დასრულდა "ჰამბურგი" "ვერდერის" დაპირისპირება.