ჰაინკესი "ბაიერნის" ჩაბარებაზე ჯერ არ დათანხმებულა

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესმა დაადასტურა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელობა შესთავაზეს:

"ჯერ ვფიქრობ. ყველაფერი უნდა გავაანალიზო. 4.5 წელია არ მიმუშავია. ამ ხნის მანძილზე ფეხბურთი შეიცვალა. ზაფხულამდე შემომთავაზეს გუნდის გაძღოლა. კლუბის ხელმძღვანელობასთან მრავალი საკითხი განვიხილეთ".

გერმანული პრესის ცნობით, ჰაინკესი კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესს და სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ზაფხულამდისო" ნამდვილად ეგრე თქვა ჰაინკესმა? :-)
giorgipirweli
17:40 05-10-2017
0

სიახლეები პოპულარული