იუპ ჰაინკესის ძაღლი პატრონის გამგზავრებას დარდობს

AutoSharing Option
მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თქვა, რომ როდესაც მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნება შესთავაზეს, ჭოჭმანობდა, მაგრამ მეუღლემ და ქალიშვილმა უთხრეს დათანხმებულიყი, მერე მისმა საყვარელმა ძაღლმა, გერმანულმა ნაგაზმა კანდომ ორჯერ დაუყეფა, ეს რჩევად აღიქვა და გადაწყვეტილებაც მიიღო.

ჰაინკესი ახლა კლუბის პრეზიდენტის ული ჰიონესის სასტუმროში ცხოვრობს, ოჯახის წევრები თან არ წაუყვანია, თვითონ ძაღლის მოსავლელად ვერ მოიცლიდა და მათთან დატოვა. თურმე, ნუ იტყვით და კანდო პატრონის გამგზავრების შემდეგ არაფერს არ ჭამს, იუპი როდესაც მეუღლეს სკაიპით ელაპარაკებოდა, შეეცადა ძაღლი დაემშვიდებინა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ეს მონაჭორი არ გეგონოთ,
თავად გაუმხილა 72 წლის იუპმა "ბილდს". სამაგიეროდ ჰაინკესების კატას ნერონს სულაც არ ანაღვლებს ოჯახის უფროსის არყოფნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული