მარტინ შმიდტს "ვოლფსბურგზე“ უფრო იანა აინტერესებს

AutoSharing Option
შარშან სექტემბერში მწვრთნელად დანიშნულ 50 წლის შვეიცარიელ მარტინ შმიდტს, რომელიც ადრე "თუნსა“ და "მაინცს“ ედგა სათავეში“, არ ემადლიერებიან "ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელები, რადგან 7 ტურის შემდეგ გუნდი ბუნდესლიგაზე 7 ქულით მე-13 ადგილზეა.

"ბილდი“ იუწყება, რომ მარტინი თავდავიწყებითაა შეყვარებული 27 წლის იანა აზიზაზე, რომელთანაც კარგა ხანია ურთიერთობა აქვს, მცირე ხნით დაშორდა, მაგრამ ახლა ისევ ერთად არიან, გუშინ სასწავლებელში ავტომობილით მიაკითხა, წაიყვანა და როგორც ამბობენ, ფეხბურთზე უფრო იანა აინტერესებს.

შმიდტი თავის პირად ცხოვრებაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა თუ "ვოლფსბურგმა“ წარუმატებლად გააგრძელა ასპარეზობა, უთუოდ გადააყენებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული