ჰაინკესი: არ ღირს ამ გამარჯვებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება

AutoSharing Option
მწვრთნელის იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნმა" შინ "ფრაიბურგი" 5:0-ზე გააბითურა და დორტმუნდის "ბორუსიასთან", რომელიც სახლში "ლაიპციგთან" დამარცხდა (2:3), ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ნამატჩევს ჰაინკესმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო:

"კარგი სტარტი აუცილებელი იყო. საკუთარი შესაძლებლობები უნდა ვირწმუნოთ. ბურთს ჩინებულად ვფლობდით. თუმცა, ჩვენს ამჟამინდელ სიტუაციაში არ ღირს ამ გამარჯვებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. პოზიტიური გახლდათ, რომ 2:0-ზეც ვაგრძელებდით შეტევებს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული