"ფოკუსის" ცნობით, ქურდობისას ვილაში არავინ არ იმყოფებოდა. გამოცემა არ აკონკრეტებს რა მოიპარეს, მაგრამ იუწყება, რომ კანი ექვსნიშნა ციფრით დაზარალდა. ინციდენტი 12 ნოემბერს მოხდა და მხოლოდ ახლა გახმაურდა.
კანმა კარიერაში 864 მატჩი ჩაატარა და 86-ჯერ დაიცვა ეროვნული გუნდის ღირსება, ამჟამად კი ერთ-ერთ ტელეარხზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს.