იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა, რომ სანდრო ვაგნერი "ბაიერნში" გადავა

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმის" მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდება:

"ვფიქრობ, კონტრაქტი ორ კვირაში გაფორმდება. მას თავად სურს "რეკორდმაისტერში" დაბრუნება".

30 წლის ვაგნერი "ბაიერნის" აღზრდილია, პირველ გუნდში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2008 წელს "დუისბურგში" გადავიდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, თავის ამჟამინდელ კლუბთან კი კონტრაქტი შარშან 2020 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული