ოლივერ კანი: სერ ალექს ფერგიუსონს ჩემი გადაბირება სურდა

AutoSharing Option
მიუნხენის ''ბაიერნის'' ლეგენდარულმა მეკარემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლა შეეძლო.

''რეკორდმაისტერის'' ყოფილი კარის დარაჯის განცხადებით, მას სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ინგლისში გადასვლა შესთავაზა.

''2003/04 წლების სეზონში მქონდა შესაძლებლობა, კარიერა ''მანჩესტერში'' გამეგრძელებინა.

დავფიქრდი და მივხვდი, რომ დარჩენა სჯობდა. ახლა, როდესაც წარსული მახსენდება, ჩემი აზრი ერთადერთია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

მახსოვს თუ არა 1999 წელს გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ''მანჩესტერთან''?

შეხვედრა მახსოვს, მაგრამ ბოლო 2 წუთი მეხსიერებიდან ამოვიღე'', - განაცხადა კანმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული