ჟერომ ბოატენგი: გულის ოპერაციის შემდეგ სხვანაირად დავრბივარ

AutoSharing Option
"ბაიერნის" მცველმა ჟერომ ბოატენგმა გულის კუნთზე ოპერაცია 2016 წლის დეკემბერში გაიკეთა, შარშან მაისში ბარძაყის ტრავმა მიიღო და გუნდის მიერ ჩატარებული 52 მატჩიდან მხოლოდ 24-ში მიიღო მონაწილეობა. აი, რა უთხრა მან კლუბის საიტს:

"ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. ახალ წელს ჩემი სპორტული ფორმის 80%-ით შევხვდი. თუ შეკრებაზე კარგად ვივარჯიშებ, 100%-ით ჩავდგები ფორმაში.

მძიმე დროება მედგა, თითქმის წელიწადი დამჭირდა მწყობრში ჩასადგომად. გულზე გაკეთებული ოპერაციის მერე სირბილის დინამიკის შეცვლა მომიწია. ტრავმა ჩემს თამაშზე აისახა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული