ბოლო გოლის გატანისას კრიშტიანოს ავსტრიელმა მცველმა შერმა სახეში ფეხი ამოარტყა, სისხლი წამოუვიდა, მოედნიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამ შეხვედრის 42-ე წუთზე, როდესაც მარსელოს პასის შემდეგ რონალდო მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, ბეილმა კი გოლი გაიტანა, პორტუგალიელი მსაჯს მაინც პენალტის დანიშვნას სთხოვდა.
რაც შეეხება მატჩს, ბლანკოსმა ძველი, კეთილი დრო გაიხსენა, ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.