იუპ ჰაინკესი: ხამესი ჩვენთვის უბრალოდ ღვთის წყალობაა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა "რეალიდან" იჯარით აყვანილი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი შეაქო:

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ფორმაშია, ხამესი ჩვენთვის ღვთის წყალობაა. ვფიქრობ, ყველამ იცის როგორ გაუჭირდა ადაპტაცია. უცხო ქვეყანაში თამაში ყველასთვის ძნელია. აქ სხვა კულტურაა, სხვა მენტალიტეტია. თუმცა, ყველაფერს გაუმკლავდა და შესანიშნავად თამაშობს. ამასთან, შეუძლია მოუმატოს.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ბლანკოსში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო, რადგან სისტემატურად არ უწევდა თამაში. ჩვენი გადაწყვეტილება მისი გადმოყვანისა, ლოგიკური გახლდათ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული