"ბაიერნმა" "ვოლფსბურგი" ძლივს დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ბაიერნმა" სტუმრად "ვოლფსბურგი" დამარცხა 2:1.

ანგარიში დებიუტში საჯარიმოდან გათამაშებული კომბინაციით დიდავიმ გახსნა, ამის შემდეგ სტუმრები უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ნაანტრაქტევს რობენმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მან 64-ე წუთზე ვაგნერს საგოლედ უპასა და 1:1.

"რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა იუპ ჰინკესმა 62-ე წუთზე მიულერი შეუშვა შეცვლაზე, ხოლო 79-ეზე ლევანდოვსკი და ამ უკანასკნელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტით გამარჯვება მოუპოვა თავის გუნდს. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი რობენმა მოინადირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული