ეს დარტყმა ერთადერთი იყო მასპინძლებისთვის პირველ ტაიმში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან "ბაიერნს" თამაში არ მისდიოდა. ამის მიზეზი იყო სასტარტო შემადგენლობაში რვა გადაადგილება, რომელიც იუპ ჰაინკესმა მოაწყო.
ძირითადში ტიაგო ალკანტარასთვისაც მოიძებნა ადგილი, რომელიც ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩადგა მწყობრში. რობენმა კი კასტელსთან დუელი წააგო და პირველად 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ვერ შეძლო პენალტის
ამის შემდეგ ჰაინკესმა ბრძოლაში შეუშვა ალაბა, ლევანდოვსკი და თომას მიულერი, რომელიც "ბაიერნში" მატჩების (422) რაოდენობით კარლ-ჰაინც რუმენიგეს გაუთანაბრდა. ამან ჰაინკესს სამწვრთნელო კარიერაში სარეკორდო - ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოუტანა.
ამაში მას ყველაზე მეტად რობენი დაეხმარა. ჰოლანდიელმა შეძლო რეაბილიტირება: ჯერ ვაგნერს გაუკეთა საგოლე პასი, ბოლო წუთზე კი აიძულა 19 წლის იტერი, სულელური ფოლი აეღო საჯარიმოში.
ლევანდოვსკი პენალტის ნიშნულიდან დაუნდობელი იყო მეტოქისადმი. არადა, კასტელსს შეეძლო ტურის გმირი გამხდარიყო - ის კინაღამ მისწვდა პოლონელის დარტყმულს.
ეს მართლაც ნამდვილი გმირობა იქნებოდა, რადგან მთელ გერმანულ კარიერაში ლევანდოვსკის 19 11-მეტრიანიდან მხოლოდ ერთი არ აქვს გატანილი - თავის ამჟამინდელ თანაგუნდელ ნოიერისთვის. "ვოლფსბურგი" კი ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერისგან მეჩვიდმეტედ დაზარალდა. უფრო მეტი ლევანდოვსკის მხოლოდ "აუგსბურგისთვის" აქვს გატანილი.
* * *
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა მატჩებს, აქ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა "ლევერკუზენი", რომელიც მეხუთედან მეორე ადგილზე გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კონკურენტი - "ლაიპციგი" და "აინტრახტი" ერთმანეთში დღეს ითამაშებენ, "ბაიერი" ოთხეულში ადგილს არ დაკარგავს, ხოლო მისი გასწრება მხოლოდ "დორტმუნდს" შეეძლო, რომელიც კვირას თამაშობდა.
შეტევაში "ლევერკუზენის" უგოლო სერია გუნდის ყველაზე კრეატიულმა მოთამაშემ, იამაიკელმა ბეილიმ შეწყვიტა.
როგორც მინიმუმ, კვირამდე გაუთანაბრდა "დორტმუნდს" "შალკე", რომელიც იოლად გაუსწორდა "ჰოფენჰაიმის" დაცვას. სტუმრებს გაუმართლათ, რომ ვიდეორეფერიმ გააუქმა ემბოლოს პირველი გოლი. თუმცა ბელგიელმა, რომელიც დიდი ხანი მკურნალობდა, მაინც თავისი გაიტანა, როცა უხეში შეცდომისთვის დასაჯა მეტოქე. ასეთი შეცდომების გამო "ჰოფენჰაიმმა" უკვე გაუშვა 37 გოლი - იმდენი, რამდენიც მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში.
"დორტმუნდი" დაბრუნდა მეორე ადგილზე. გუნდი თანდათან დალაგდა, შესანიშნავი ბომბარდირი გაიჩინა მიში ბატშუაის სახით, რომელმაც პირველად ვერ გაიტანა ახალი გუნდის რიგებში. სამაგიეროდ, 274-დღიანი პაუზის შემდეგ როისმა შეაგდო და "გლადბახმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო, "დორტმუნდთან" კი ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
ფაქტები
- "მაინცი" მინიმუმ ორ გოლს უშვებდა ბოლო 10 მატჩში. გუნდმა მე-12 ტურის შემდეგ პირველად შეინახა "მშრალად" საკუთარი კარი.
- "მაინცმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
- "მაინცმა" პირველად მოიგო სტუმრად 25 თებერვლის შემდეგ. ეს სერია 17 მატჩს უდრიდა.
- "ჰერტა" სამი ტურია შინ ვერ იგებს და ბოლო ექვს მატჩში საკუთარ მოედანზე ერთი მოგება აქვს.
- "ფრაიბურგი" შინ ექვსი მატჩია არ მარცხდება.
- ნილს პეტერსენმა 50-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
- "ვერდერს" ბუნდესლიგის გუნდებს შორის საუკეთესო ბალანსი აქვს "ფრაიბურგთან" - 21 მოგება, 6 ფრე და 9 წაგება.
- "კიოლნის" ფორვარდმა ოსაკომ შეწყვიტა ცხრამატჩიანი უგოლო სერია.
- 2018 წელს მხოლოდ ფიულკრუგსა და ტეროდეს აქვთ ხუთ-ხუთი გოლი გატანილი.
- "ჰანოვერი" ზედიზედ ექვსი მატჩია ვერ უგებს გათამაშების ცხრილში ქვემოთ მყოფ გუნდებს.
- "ჰანოვერი" შვიდი ტურია სტუმრად ვერ იგებს და ბოლო სამი გასვლა ფრედ (1:1) დაასრულა.
- "ბაიერნმა" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო.
- "ბაიერნმა" სტუმრად ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.
- "ბაიერნს" 16 ტურია ფრე არ უთამაშია.
- ლევანდოვსკის "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ 15 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.
- ულრაიხმა მე-200 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში - 176 "შტუტგარტში" და 24 - "ბაიერნში".
- ტიაგო ალკანტარამ პირველი მატჩი ჩაატარა ბოლო 87 დღის განმავლობაში.
- ბოლოჯერ "ბაიერნმა" წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში რვა ცვლილება 2016 წლის ოქტომბერში განახორციელა.
- "ვოლფსბურგს" ბოლო ცხრა მატჩში ერთი მოგება აქვს.
- "ვოლფსბურგს" შინ ოთხი მატჩია არ მოუგია.
- "ჰამბურგს" 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
- "ჰამბურგი" შინ ხუთი ტურია ვერ იგებს.
- "ჰამბურგს" მეორე წრეში მხოლოდ ორი ქულა აქვს მოპოვებული.
- "ჰამბურგმა" მე-200 მატჩი წააგო ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე.
- "ლევერკუზენს" 9 მატჩია სტუმრად არ წაუგია.
- ბეილიმ 2018 წელს მესამედ გახადა ანგარიში 1:0.
- ბრილ ემბოლომ პირველად ითამაშა ძირითადში 2016 წლის თებერვლის შემდეგ.
- "შალკე" შვიდი საშინაო მატჩია არ მარცხდება შინ "ჰოფენჰაიმთან".
- "ჰოფენჰაიმი" შვიდი ტურია სტუმრად ვერ იგებს.
- "შტუტგარტმა" პირველად მოუგო "აუგსბურგს" 2012-13 წლების სეზონის შემდეგ და პირველად გაუტანა 2015 წლის აპრილის შემდეგ.
- "დორტმუნდმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
- "დორტმუნდს" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სტუმრად ხუთი მატჩია არ მარცხდება.
- "გლადბახმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო. ამ სერიისას გუნდს არც ერთი გოლი არ გაუტანია.
- როისმა პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის 20 მაისის შემდეგ (274 დღის წინ).
- როისმა თავის ყოფილ გუნდს ექვსი გოლი გაუტანა ცხრა მატჩში.
ბუნდესლიგა. XXIII ტური
ჰერტა-მაინცი 0:2
გოლები: 0:1 კაისონი (40), 0:2 კაისონი (65)
კიოლნი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 1:0 ოსაკო (29), 1:1 ფიულკრუგი (37)
ფრაიბურგი-ვერდერი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსენი (24-პენ)
ჰამბურგი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 0:1 ბეილი (40), 0:2 ჰაფერცი (50), 1:2 ჰანი (71)
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი, იედვაი, ს. ბენდერი, ვენდელი (16. ჰენრიხსი) - კორი, არანგისი, ბრანდტი (73. ალარიო), ჰაფერცი (88. ბაუმგარტლინგერი), ბეილი - ფოლანდი.
ვოლფსბურგი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 დიდავი (8), 1:1 ვაგნერი (64), 1:2 ლევანდოვსკი (90+1-პენ)
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ზიულე, ხავი მარტინესი, ბერნატი - რუდი, ტიაგო ალკანტარა (62. მიულერი), ტოლისო - რობენი, ვაგნერი (79. ლევანდოვსკი), რიბერი (66. ალაბა).
შალკე-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 კერერი (11), 2:0 ემბოლო (28), 2:1 კრამარიჩი (78)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - გორეტცკა, სტამბული - შიოპფი (90+6. ოშჩიპკა), კალიჯური - ემბოლო (83. ჰარითი), დი სანტო (75. პიაცა), ბურგშტალერი.
აუგსბურგი-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 გომესი (27)
გლადბახი-დორტმუნდი 0:1
გოლები: 0:1 როისი (32)
გლადბახი: ზომერი - ოქსფორდი, გინტერი, ვესტერგაარდი, ელვედი - კრამერი, ზაკარია (83. კუისანსი) - ჰოფმანი (73. ჰერმანი), ტ. აზარი, შტინდლი - ბობადილია (79. დრმიჩი).
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, აკანჯი, ტოლიანი - ვაიგლი, გონსალო კასტრო - გიოტცე (74. პულიშიჩი), როისი (79. დაუდი), შიურლე (87. თოფრაქი) - ბატშუაი.
აინტრახტი-ლაიპციგი დღეს
ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
23 თებერვალი: მაინცი-ვოლფსბურგი.
24 თებერვალი: ბაიერნი-ჰერტა, ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, ჰანოვერი-გლადბახი, შტუტგარტი-აინტრახტი, ვერდერი-ჰამბურგი.
25 თებერვალი: ლევერკუზენი-შალკე, ლაიპციგი-კიოლნი.
26 თებერვალი: დორტმუნდი-აუგსბურგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"