"დორტმუნდმა" "აუგსბურგთან" გამარჯვება ვერ შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 24-ე ტურის დასკვნით მატჩში დორტმუნდის "ბორუსია" "სიგნალ იდუნა პარკზე" "აუგსბურგს" დაუზავდა (1:1).

ანგარიში მე-16 წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა მარკო როისმა გახსნა, ხოლო 73-ეზე სტუმართა გუნდის 19 წლის ავსტრიელმა მცველმა კევინ დანსომ ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები პროტესტს გამოხატავენ თამაშების ორშაბათს ჩატარების გამო და ამიტომ 81 360-იან სტადიონზე, რომელიც ყოველთვის პირთამდე ივსება, მატჩს 54 300 მაყურებელი დაესწრო. ასე ცოტა გულშემატკივარი ამ არენაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ მისულა.

"ბორუსია" 41 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავაც მე-2 ადგილზეა და მესამეადგილოსან "შალკეს" 1
ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული