გვარდიოლას მიერ გაგდებული ექიმი: ხოსეპს ვუყვირე და მაგიდას ხელი ისე დავარტყი...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოფარტმა, რომელიც კლუბიდან მაშინ ხოსეპ გვარდიოლამ გაუშვა, ესპანელ სპეციალისტთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, გვარდიოლა დაბალი თვითშეფასების მწვრთნელია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სხვებისგან დამალოს. ისე ჩანს, თითქოს ის სულ შიშით ცხოვრობს. წაგების შიშით არა, არამედ ავტორიტეტისა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით.

მან ყველაფერი უკეთ იცოდა: გახურებისთვის 5 წუთი, მისი აზრით, საკმარისი იყო, მაგრამ ეს კარგად ვერ დასრულდებოდა. მე კი საერთოდ დამხმარედ მთვლიდა, რომელიც მის დავალებას მაშინ შეასრულებდა, როცა მოესურვებოდა.

მას ვუყვირე და მაგიდას ისე დავარტყი ხელი, ჭიქები და
თეფშები აზანზარდა. "ბაიერნში" წლების  მუშაობის განმავლობაში პირველად ავუწიე ხმას", - დაწერა მიულერ-ვოლფარტმა ავტობიოგრაფიაში.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰოდა კაი ჩიტიც დაგაჭერინა
შაკო
17:58 13-03-2018
10
აუჰ,რა ვაჟკაცი ყოფილა!
სოსო
18:04 13-03-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული