ბუნდესლიგაში მსაჯმა ფეხბურთელები გასახდელიდან მოაბრუნა და პენალტი დანიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 30-ე ტურის ბოლო მატჩში, სადაც ერთმანეთს "მაინცი" და "ფრაიბურგი" დაუპირისპირდნენ, კურიოზული ფაქტი მოხდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც სტუმართა ფეხბურთელ მარკ ოლივერ კემპლს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა გვიდო უიკმანმა პენალტი არ დადო.

გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, არბიტრმაც ვიდეოგამეორების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

ფეხბურთელები გასახდელიდან მობრუნდნენ. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად პაბლო დე ბლაზისმა გარდასახა, "მაინცმა" კი მატჩი 2:0 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი ჯობია??? ეს საქციელი თუ ოლივერის პენალტი იუვეს კარში?? DEUTSCHLAND uber alles!!!!
ტიმო
17 აპრილი 2018 14:06
0
ყველაზე საფეხბურთო ქვეყანაა გერმანია, ანუ ყველაზე ნაკლებად კორუფციული, თუმცა რაღაცა დოზით იქაც იქნება გარიგებები და ჩაწყობები, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანელებმა შემოიღეს ვიდეორეფერი, იმიტომაც აღწევენ ასეთ შედეგებს ყველგან და ყველაფერში, იტალია იყო და რას გრიმიტობდა სერიაA ყველას გვახსოვს, ახლა სად არიან? ტ-ში, ჩელსის დღეებიც დათვლილია და კიდევ ბევრი მაგნაირების, ეს რეალი კიდევ ქაჯებივით ვინმე სადმე თუ გამოჩნდა, დაეტაკებიან და იხდიან უაზრო თანხებს, მერე როგორ ისტუმრებენ, ყველას გვახსოვს იერო, კასილასი, რაული, ბარსას მესი ჰყავს და რას იზამ, გენია ეს ბიჭი,
დღეს რომ ტოტალიზატორები გააუქმონ, ყველა ლიგა გაკოტრდება, ბუნდესლიგის გარდა
bmb
17 აპრილი 2018 17:14
0
ra tqma unda es jobia! realis adgilas aravis daudebdnen penalt,reali bolo wlebshi umetesad tamashgareebit ,gagdebebit da msajebit ifebs chempionta ligis tasebs,samis magivrad erti tasi unda moego am wlebshi ,mets ar imsaxurebda,erti atletikos inda moego aucileblad da ertic barselonas an iuventuss.
msajridi
17 აპრილი 2018 15:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული