10:20 24-02-2024
ყველა მოატყუა, მათ შორის ექიმებიც - ჯაკას გასროლა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში გრანიტ ჯაკამ გახსნა, შვეიცარიელმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ორიგინალურადაც აღნიშნა. გამოცდილმა ნახევარმცველმა გოლის აღნიშვნისას, ხელი ფეხზე მოიკიდა, რითაც სამედიცინო შტაბი ანერვიულა.
"მაინცმა" ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა, თუმცა ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა წინ გასვლა მაინც მოახერხა და ენდრიხმა შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "ლევერკუზენი" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიის ავტორი გახდა. "შავ-წითლებს" ალონსოს ხელმძღვანელობით ზედიზედ 33 მატჩია არ წაუგიათ.
"ლევერკუზენი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 61 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, "კიოლნის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბუნდესლიგა კარგი ტურნირია მაგრამ ნაკლებ პოპულარული ამ ეტაპზე სხვა ტოპ ლიგებთან შედარებით. ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მიზეზი არის ტრადიციული კლუბების კრიზისი. კერძოდ დაბალ ლიგებში არიან გავარდნილი შალკე,ჰამბურგი,ჰერტა,კაიზერსლაუტერნი,ნიუმბერგი,მიუხენ 1860,ჰანზა და კიდევ არაერთი.ამ დროს უმაღლესშია ჰეიდენჰეიმი,დამშტადი და კიდევ სხვა ნაკლებ ტრადიციული კლუბი!
10
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული