"ბაიერნის" მოულოდნელი მარცხი და შანსი "დორტმუნდს"

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში "მაინცმა" მიუნხენის "ბაიერნი" 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი "რეკორდმაისტერის" ერთადერთი გოლით დასრულდა, თავი სადიო მანემ 29-ე წუთზე გამოიჩინა.

მეორე ნახევარში ყველფერი თავდაყირა დატრიალდა და 14 წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა მიუნხენელების კარი 3-ჯერ აიღეს, გოლები ლუდოვიც აიორკემ (65), ლეანდრო ბარეირომ (73) და აარონ მარტინმა (79) გაიტანეს.

ამრიგად, "ბაიერნი" 59 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, თუმცა მეორე ადგილოსან "დორტმუნდს" 57 ქულა აქვს (1 მატჩი მარაგში აქვს ფრანკფურტის "აინტრახტთან"), მომდევნო შეხვედრას კი 30 აპრილს, ბერლინის "ჰერტასთან" ჩაატარებს.

"მაინცი" 45 ქულით მე-6 პოზიციაზე
იმყოფება, იმავე 30 აპრილს კი "ვოლფსბურგს" ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
არაფერი აღარაა მოულოდნელი! აწყობილ გუნდიდან გაუშვეს მწვრთნელი და რა უნდოდათ რას ერჩოდნენ ვერ გამიგია. ამ ტუხელმა რაც უქმა გუნდს კი ვხედავთ! სიტისთამ ისე გამოვარდა რომ ერთი პროცენტიც არ ქონია შანსი, არადდა გერმანელებს სწორედ ეგ შეეძლოთ რომ ბოლომდე ბრძოლობდნემ, ეს კი ცუციკივით გამოვარდა. აგერ კიდე ბუნდელსიგაც დაკარგა. დორტმუნდს ისეთი ხუთი თამაში დარჩა სათამაშო ცალი ფეხით შეუძლია ყველა მოიგოს და მარტივად გახდეს ჩემპიონი! მეტი რა უნდა გაეფუჭებინა ამ კაცს რავიი! ერთი ეს და მეორე ლამპარდი, ისტორიაში ყველაზე ცუდი დასაწყისი აქვთ ახალ კლუბებში. ისაა და ჯერ თამაში არ მოუგია და ესაა კიდე ჯერ ლიგაზე იხმარეს და ეხლა ჩემოიონობასაც ემშვიდობება!
მურთო
21:37 22-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული