მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდს გაწვრთნის

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე (137 მატჩში 71 გოლი) "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდს ჩაიბარებს.

39 წლის კლოზე ამჟამად ბუნდესგუნდის მწვრთნელის იოახიმ ლიოვის ერთ-ერთი ასისტენტია. მან თამაშს თავი შარშანწინ "ლაციოში" დაანება.

მიროსლავი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა და ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული